გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის  მთავარი თემა
ფული და მისი ფუნქციები
სწავლების საფეხური
მე-11 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
კლასში  ირიცხება  9 მოსწავლე. განსაკუთრებული  საჭიროების  მქონე  არ არის.
გაკვეთილის აქტუალობა და მნიშვნელობა
მოსწავლეთა მონაწილეობა მოდელირებულ სიტუაციებში, დისკუსიებში, ჯგუფურ მუშაობებში სიტუაციების განხილვა, დავალების პრეზენტაცია, ტესტებზე მუშაობა;
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
1)ფულის ფუნქციების განსაზღვრა;
2)საქონლის საქონელზე და საქონლის ფულზე გაცვლის ნათლად დანახვა;
3)ფულის ფუნქციების შესწავლა;
4)თანამედროვე ეკონომიკაში ფულის მნიშვნელობის განსაზღვრა;
ესგ- მისაღწევი
შედეგები
 ფული არის სახელმწიფოს მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე აღიარებული სავალდებულო და კანონიერი გადახდის საშუალება; შევისწავლეთ ფულის სქემა და რა განსაზღვრავს პროდუქტისა და სხვადასხვა საგნების ღირებულებას; თუ როგორ უწყობს ფული ხელს ადამიანთა სტიმულირებას; ფულის ფუნქციებს და თვისებებს აკავშირებს ეკონომიკური საქმიანობის სხვადასხვა სახეებთან
წინასწარი ცოდნა
მოსწავლემ უკვე იცის რა არის ეკონომიკა.
შეფასება
შეფასების რუბრიკა
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო ,კომპიუტერი, პროექტორი, ფულის ბანკნოტები
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
ბავშვებს ვუსვამ კითხვას, თუ რა იციან ფულის შესახებ. 5 წთ.
პასუხების შეჯერების შემდეგ ვახდენ შემდეგი სიტუაციის დემონსტრირებას:
მათ თვალწინ დავამზადებ 5 ლარიან ბანკნოტებს და ვეკითხები ხომ არ სურთ რომელიმეს მისი საჩუქრად მიღება? რა თქმა უნდ ამათი პასუხი უარყოფითი იქნება. შემდეგ ნამდვილ 5 ლარიანს ვაჩვენებ  და იგივე  კითხვას დავუსვამ. მათ რათქმა უნდა ენდომებათ ნამდვილი 5 ლარიანის საჩუქრად მიღება.   10 წთ.                      
გაცვლის პროცესში ფულის მნიშვნელობის დემონსტრირების მიზნით ჩავატარებ სავაჭრო თამაშს, სადაც ფული არ მონაწილეობს.  9 მოსწავლეს დავურიგებ წინასწარ მომზადებულ ბარათებს, რომლებიც  ინსტრუქციის  მიხედვით იმოქმედებენ. აღმოჩნდება, რომ ვერც ერთი მონაწილე ვერ  შეძლებს თავისი ნივთის სასურველ ნივთში გაცვლას. მოსწავლეებს შევეკითხები, რა  დასკვნის გამოტანა შეძლეს მოცემული სიტუაციით?15 წთ.
ესეიგი  ფულის საშუალებით ნებისმიერი საქონლის მიღება გაადვილებული  და დაჩქარებულია, ფული ეკონომიკის ფუნქციონირებას აიოლებს. მის გარეშე ეკონომიკის განვითარება წარმოუდგენელია.
ფულის ისტორიის განხილვისას შევახსენებ ქართული ფულის ისტორიას, რომელიც 27 საუკუნეს ითვლის.ვაჩვენებ პრეზენტაციას თემაზექართული ფულის ისტორია“.     5 წთ.                                                               
საბოლოოდ შევაჯამებ მიღებულ ცოდნას, გავიხსენებთ ფულის მნიშვნელობას ეკონომიკის განვითარებაში, მის ფუნქციებს და თვისებებს. 5 წთ.                                                                                      
მოსწავლეებს სახლში მივცემ გაკვეთილის ბოლოს არსებულ ტესტურ დავალებას, სავარჯიშოს და დავემშვიდობები.  5              

No comments:

Post a Comment

პროექტი

პროექტის სათაური ,, წიგნი-უპირველეს ყოვლისა ” პროექტის მთავარი იდეა მოსწავლეთა მიერ თანამედროვე საზოგ...